English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ნინო ღონღაძე
ჰელიკულტურა და მომხმარებლების დამოკიდებულების შესწავლა საქართველოში

ანოტაცია. საკვებად ვარგისი ლოკოკინების მოპოვება და მისი ფართოდ გამოყენება გასტრონომიაში უცხოა საქართველოსთვის, თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდით ევროპის, ამერიკასა და აფრიკის ქვეყნებზე დაყრდობით. მიუხედავად ამისა საქართველოში იზრდება ლოკოკინის ფერმების რაოდენობა და სხვადასხვა რეგიონებში ლოკოკინების შეგროვებაც უფრო აქტუალური ხდება. მიმდინარეობს ლოკოკინების ექსპორტიც და საქართველოში არსებულ რესტორებში ხდება საკვებად ვარგისი ლოკოკინებისგან კერძების დამზადება და მისი პოპულარიზება.

საკვანძო სიტყვები: საკვები ლოკოკინები; ლოკოკინების წარმოება; მოლუსკი, ჰელიკულტურა, ეკონომიკა.

შესავალი

ლოკოკინები გარდა იმისა რომ გამოიყენება საკვებად, მათ ასევე სხვა დანიშნულებაც აქვთ კოსმეტიკასა და ჯანმთელობის სფეროში. მათი გამრავლება და წარმოება შედარებით ადვილია და არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯებს.

კვლევის მიზანია რომ განხილული იქნეს საქართველოში ჰელიკულტურისა და საზოგადოების ცნობიერების/მსყიდველუნარიანობის დადგენა, ვინაიდან დღემდე არ გვაქვს მონაცემები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს, სადაც რესპოდენტებს დაეგზავნათ კითხვარები . მიღებული მონაცემები დამუშავდა პროგრამა SPSS-ში. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე მოხდა შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

ძირითადი ნაწილი

ლოკოკინები მიეკუთვნება გასტროპოდას და მოლუსკას კლასს. სიტყვა Mollusca მომდინარეობს ლათინური mollis-დან, რაც ნიშნავს რბილს . ეს ტერმინი პირველად არისტოტელემ გამოიყენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში.

საფრანგეთში ლოკოკინებს საყოველთაოდ მოიხსენიებენ ფრანგული სიტყვით "Escargot". საბერძნეთში, განსაკუთრებით კრეტაზე, მიწის ლოკოკინები ადგილობრივი დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

2014 წელს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა „სახელმძღვანელო ადამიანის მოხმარებისთვის ხმელეთის საკვები ლოკოკინების წარმოების, მოსავლისა და იმპორტის შესახებ“, რომელიც ადგენს ევროკავშირის მარეგულირებელ მოთხოვნებს ლოკოკინების მწარმოებლებისთვის. არსებობს საკვები ლოკოკინების სხვადასხვა სახეობა. მათ შორისაა :

Helix aspersa Muller რომელიც გვხდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ესპანეთში და საფრანგეთში, ინგლისში , სამხრეთ აფრიკში, ახალი ზელანდიაში, მექსიკასა და არგენტინაში.

H. aspersa და Helix pomatia Linne -ს რომელიც გვხვდება ყველგან , მათ შორის ტყეებში, მინდვრებში და ბაღებში.

Cornu aspersum -ისინი გვხვდება საფრანგეთისა და საბერძნეთის სანაპიროებზე.

Cepaea nemoralis -გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში. ის ცხოვრობს ტყეებში და იკვებება პეპლებითა და მკვდარი ჭიებით.
Achatina fulica -არის გიგანტური ლოკოკინები და გვხვდება აფრიკის სამხრეთ საჰარაში.

ლოკოკინა გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მისი მოშენებისას წარუმატებლობის მიზეზები ხშირად გამოწვეულია შემდეგით: ცუდი მენეჯმენტი, არასაკმარისი ფინანსები, ნიადაგი და ნათესების არასწორი არჩევა, ასევე ლოკოკინისთვის საშიში მტაცებლები .

მოთხოვნები ლოკოკინების მეურნეობისთვის

ფერმერმა უნდა შეარჩიოს სახეობა, რომელსაც შეუძლია გაიზარდოს ყველაზე სწრაფი ტემპით და წარმოების მაღალი ტემპით. არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ზრდასა და პროდუქტიულობაზე. ეს ფაქტორებია ხმაური, ვიბრაცია, სინათლე, სანიტარული პირობები, კვების რეჟიმი, ტემპერატურა და სიმჭიდროვე. ლოკოკინების მოშენება შესაძლებელია იმ ქვეყნებში, სადაც მას საკვებად მოიხმარენ, მაგრამ სხვა ქვეყნებში მისი მოყვანა ხდება მედიკამენტების წარმოებისა და კვლევის მიზნით. ლოკოკინების ფერმები შეიძლება იყოს ღია ცის ქვეშ, კონტროლირებადი კლიმატის მქონე შენობებში ან დახურულ სისტემებში. ლოკოკინებს, რომლებიც შეგროვდნენ ველურ ბუნებაში ლოკოკინების ფერმაში შესანახად, შეიძლება ჰქონდეთ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალ პირობებთან შეგუებისას. საუკეთესოა ცოცხალი ლოკოკინების გადაზიდვა მიძინებულ მდგომარეობაში, შემოდგომის ბოლოს და მარტის დასაწყისში.

საქართველო და ჰელიკულტურა

საქართველოში ფიქრობენ, რომ მესხეთში ლოკოკინისგან მომზადებული კერძების ჭამა ფრანგი მისიონერების შემოსვლის შემდეგ დაიწყეს.

მესხურ ლოკოკინა ძირითადად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სოფლების გარშემოა. საქართველოში პირველი ლოკოკინების ფერმა ახალციხეში 1000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაშენდა. ბიზნესმენმა მერაბ ნადარაიამ დასავლეთ სქართველოში 2018 წელს ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ ჩამოაყალიბა. ფერმა 6 ჰექტარზეა გაშენებული და 2020 წელს 45 ტონა ლოკოკინა გაიტანა ექსპორტზე. 2020 წლის შემოდგომიდან კომპანიამ დაიწყო ცოცხალი ლოკოკინების ექსპორტი იტალიაში. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად უკრაინა საერთაშორისო ბაზარს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ლოკოკინით ვეღარ მიაწოდებს და ეს ნიშა ცარიელი რჩება. ამ დროისთვის ევროპის ბაზარზე 1 კგ ლოკოკინის ფასი 4,5 ევროა. მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ლოკოკინების მეურნეობის 20 ჰექტარამდე გაზრდას გეგმავს. ლოკოკინების ფერმას დაემატა კიდევ ერთი ახალი საწარმო ,,სნეილ გარდენი’’, რომელიც გაიხსნა ერისიმედში, კახეთში. ფერმა 5 ჰა-ზეა გაშენებული და წელს უკვე აწარმოებენ ექსპორტს იტალიაში.

დასკვნა

ჩემს მიერ ჩატარდა მომხმარებლის ცნობიერების კვლევა ლოკოკინისა და მისგან დამზადებული კერძების შესახებ . კვლევაში სულ მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 206 რესპოდენტი . გამოკითხულთა უმეტესობას შეადგენდა 19 წლიდან დან 30 წლამდე ასაკის რესპოდენტები. გამოკითხულთა 63%-ის ხელფასი 1500 ლარამდეა, მათგან თითქმის 21%-ის ხელფასი 500 ლარს არ აღემატება, 37%-ის კი 1500 ლარს ზემოთაა.

სვეტოვანი დიაგრამა 1

თითქმის 76%-ს მოსწონს ქართულ სამზარეულოში შეტანილი სიახლეები. თუმცა გამოკითხულთა 24%-ს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება საკვებად ვარგისი ლოკოკინების მიმართ და მათ კერძებში გამოსაყენებლად. 59% თვლის რომ ლოკოკინის კერძის მომავლის საკვებად განხილვა არაა მიზანშეწონილი, მხოლოდ 17% ემხრობა ამ იდეას, დანარჩენს კი საკუთარი მოსაზრება არ გააჩნია.

დავინტერესდი რესპოდენტების ცნობიერების დონითაც და აღმოჩნდა რომ 59% თვლის რომ ლოკოკინის კერძების სამშობლო უცხოეთია, 13%-ს საქართველო ჰგონია, ხოლო დანარჩენს არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე. მათ უმრავლესობას ასევე სმენია საქართველოში არსებული საკვებად ვარგისი ლოკოკინების შესახებაც. გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე თვლის რომ ლოკოკინის ფერმერული მეურნეობის განვითარებას საქართველოში აქვს პერსპექტივა, ხელს შეუწყობს სოფლად ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის კულტურას წინ წამოსწევს გასტრონომიულ ტურში შეტანილი ლოკოკინის კერძიც.

სვეტოვანი დიაგრამა 2

საინტერესოა რომ გამოკითხულთა 91% არ ფლობს ლოკოკინის კერძების ფასების შესახებ ინფორმაციას, ხოლო 59%-ს არ აქვს ინფორმაცია რამდენად სთავაზობენ რესტორნები ლოკოკინის კერძებს. გამოკითხულთა 65.5% მზადაა გადაიხადოს მასში 15 ლარამდე, რესპოდენტების 26.7 % კი გადაიხდის 25 ლარამდე, ხოლო მხოლოდ 7.8% გადაიხდის 40 ლარამდე. აღსანიშნავია რომ თბილისის რესტორნებში ლოკოკინის კერძების ფასები მერყეობს 11-70 ლარის ფარგლებში. რეპოდენტების 63%-ს არ გაუსინჯავს ლოკოკინის კერძი,18%- გაუსინჯავს იგი და 61%-ის შემთხვევაში მისი დაგემოვნება პირველად მოხდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, გამოკითხულთა დაახლოებით 37%-ს ასევე თავად შეუძლია მისი მომზადებაც. სამწუხაროდ გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ს გაუსინჯავს მესხური ლოკოკინა თავად მესხეთში, რაც მეტყველებს ადგილობრივ დონეზე მის არახელმისაწვდომობაზე.

სვეტოვანი დიაგრამა 3

სვეტოვანი დიაგრამა 4

სვეტოვანი დიაგრამა 5

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ საქართველოში ლოკოკინის გამოყენება გასტრონომიული კუთხით კვლავ ახალია მოსახლეობისთვის, ბევრი მათგანი მას ეჭვის თვალით უყურებს და ამას ემატება ვეგეტარიანელებისა და ვეგანების დამოკიდებულებაც. ასევე ლოკოკინის ხორცი ითვლება დელიკატესად და მისი წარმოება უფრო ძვირი ჯდება. ამას ემატება ისიც რომ მოსახლეობა ჯერ მზად არაა მასში გადაიხადოს დიდი თანხები . საჭიროა რესტორნებმა მენიუში გამოკვეთონ ლოკოკინის კერძები და გაავრცელონ ინფორმაცია, ვინაიდან მომხმარებლებმა არ იციან თუ სად შეუძლიათ ლოკოკინის კერძის დაგემოვნება. არაა დანერგილი ქართულ სასოფლო ტურიზმშიც ლოკოკინის კერძებიც. თუმცა ჯავახეთში ადგილობრივად არის რამდენიმე რესტორანი რომელიც სთავაზობს ლოკოკინის კერძებს, თუმცა ეს ყველაფერი ტურისტულ პაკეტში არაა შეტანილი.

რეკომენდაციის სახით შესაძებელია ითქვას რომ საჭიროა სხვადასხვა კამპანიები, ტურისტული ორგანიზაციების ჩართულობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან ერთად. ქვეყანა არ უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ლოკოკინის პროდუქციის ექსპორტზე, საჭიროა ადგილობრივ დონეზეც გაიზარდოს ცნობიერებისა და შეძენის დონე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ადონია ლ. (2021). ლოკოკინების ბიზნესი და მისი განვითარების პოტენციალი საქართველოში. http://geoeconomics.ge/?p=13734 (გადამოწმებულია 27/05.2023)

2. იველაშვილი მ. ლოკოკინა – დელიკატესი, რომელიც მესხეთში საუკუნეებს ითვლის https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/soflis- meurneoba/article/11319-lokokinadelikatesirome licmeskhethshisaukuneebsithvlis (გადამოწმებულია 27/05.2023)

3. ნოზაძე გ. სიღნაღში 5 ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა საართველოს ბანკის მხარდაჭერით გაშენდა. https://www.businessinsider.ge/ka/ sighnaghshi-5-ha-ze-lokokinebis- ferma-sakartvelos-bankis-mkhardacherit-gashenda?fbclid=IwAR0CpTJWbCnUvoPmx3 bQd32bO6vIBnOZVgKqJG5Miea757- wDd7RvmiQcco(გადამოწმებულია 28/05.2023)

4. Bajwa H, Khan M, Bajwa A, Zafar A,Iftikhar I, Adeel A, Shahid S, Asghar M, Younus G,Bajwa M. HELICICULTURE :A Brief study of snail farming & requerements https://www.researchgate.net /publication/339750559_HELICICULTURE_A_BRIEF_STUDY_OF_SNAIL_FARMING_REUIREMENTS 


5. Pissia M, Matsakidou A, Kiosseoglou V,Raw materials from snails for food preparation . https://www.researchgate.net/publication/350742916


6. Snails produced in samegrelo, western part of Georgia, to be exported to spain https://spnews.io/en/news-detail/snails-produced-in-samegrelo-western-part-of-georgia-to-be-exported-to-spain-17871 (გადამოწმებულია 28/05.2023)

7. Thompson R, Cheny S. Raising snails. January 1996. National Agriculture Library Special reference briefs. https://www.researchgate.net/publication/230889534_Raising_snails